შვედეთის პრემიერი თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში გადადგა

 

მაგდალენა ანდერსონი, შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში გადადგა.

სოციალ-დემოკრატ პოლიტიკოსს მთავრობის მეთაურის პოსტზე უარის თქმა მმართველი, ორპარტიული კოალიციიდან მწვანეთა პარტიის გასვლის შემდეგ მოუწია.

მწვანეების მიერ კოალიციის დატოვების მიზეზად ბიუჯეტის პროექტის გარშემო უთანხმოება სახელდება.

ანდერსენის სამთავრობო კაბინეტის ინიცირებული ბიუჯეტის წინააღმდეგ ხმა 154 პარლამენტარმა მისცა, მომხრედ კი 143 დეპუტატი გამოვიდა.

ანდერსონი აცხადებს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია მის კანდიდატურას პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგენს და ის ამჯერად ერთპარტიულ, „უმცირესობის“ მთავრობას უხელმძღვანელებს.

შვედეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერობის კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისია, რომ მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტარების უმრავლესობამ - 349-მანდატიან ორგანოში 175 დეპუტატმა - არ მისცეს.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით წინა პრემიერ-მინისტრი, სტეფან ლეველი შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები