შვედეთში აქციაზე ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს
შვედეთის ქალაქ მალმოში ერაყელი წარმოშობის მიგრანტმა სალვან მომიკამ ყურანი კიდევ ერთხელ დაწვა.
ადგილზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ერთი პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და მომიკასთან შეერთებას ცდილობდა, მაგრამ ის დააკავეს.
ჯამში დაკავებულია ათამდე ადამიანი.
დაძაბული ატმოსფეროს გამო აქცია დროზე ადრე დასრულდა. შემთხვევის ადგილი თავად სალვან მომიკამ სამართალდამცავების თანხლებით დატოვა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალვან მომიკა უცნობმა პირმა კრივის ხელთათმანებით სცემა და ყურანის დაწვით გამოწვეული უკმაყოფილება ამით გამოხატა.
საპროტესტო აქციებზე ყურანის საჯარო შეურაცხყოფის გამო შვედეთსა და მუსლიმურ ქვეყნებს შორის დაძაბულობა. თურქეთმა ეს მოვლენა მკაცრად დაგმო, რაც შვედეთის ნატოში შესვლას აფერხებს.
ამ ფონზე შვედეთმა სასაზღვრო კონტროლი და შიდა შემოწმება გააძლიერა, ასევე აამაღლა ტერორისტული საფრთხის დონე.