შვედეთში ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო შეიქმნა

 

შვედეთში ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო შეიქმნა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, დეზინფორმაციას დაუპირისპირდება.

სააგენტოს მიზანია, დეზინფორმაციამ 2022 წლის სექტემბერში ჩასატარებელ არჩევნებზე გავლენა არ მოახდინოს.

"ჩვენ ვიცავთ ღია და დემოკრატიულ საზოგადოებას, აზრის თავისუფლებას იდენტიფიცირებით, ანალიზითა და შეუსაბამო გავლენებზე პასუხის გაცემით." - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რომელმა სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ შეიძლება მოახდინოს გავლენა არჩევნებზე.

 

 

მსგავსი სიახლეები