სინან ოღანი: "გავიგეთ, რომ უცხოური ხმების დათვლისას მანიპულაციას ჰქონდა ადგილი"
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა მონაწილემ, სინან ოღანმა საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ არ დაუშვას მანიპულაციები და ხმის დათვლის დროს "ჯანსაღი გარემო" უზრუნველყოს.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უცხოეთის ხმების დათვლის პროცესში, გარკვეულ მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი. მოვუწოდებთ კომისიას, რომ დროულად მიიღოს საჭირო ზომები, რათა ხმები მალე აისახოს."- განაცხადა ოღანმა.
სინან ოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა, მან დაახლოებით ხმების 5,5% პროცენტი მიიღო.
მისი მხარდამჭერების გადაწყვეტილებას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც უდიდესი ალბათობით, ორ კვირაში გაიმართება.