სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინას C-300-ის სისტემა უკვე გადავეცით
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი ამბობს, რომ უკრაინას მათ საკუთრებაში არსებული C-300-ის სისტემები უკვე გადასცეს.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ უკვე გადავეცით C-300-ის საჰაერო სისტემები, უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად რათა დავეხმაროთ თავდაცვაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ",- განაცხადა ედუარდ ჰეგერმა.
იმის შესახებ, რომ სლოკავეთი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ანტი-საჰაერო სისტემების გადაცემას აპირებდა CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა.