სლოვაკეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადასცემს
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ 31 მაისს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადასცემს.
ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი იზრუნებს უკრაინელებზე, რომლები რუსეთის აგრესიის გამო იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.
"ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მედიკამენტებისა და საკვების პაკეტები არ განდევნის თქვენი ქვეყნიდან ოუპანტს, თქვენს დამცველებს სჭირდებათ სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ამიტომ ჩვენ გეხმარებით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დახმარებას. ცოტა ხნის წინ ეს იყო S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა. მალე Zuzana-2-ის ჰაუბიცები იქნება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო დახმარება", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სლოვაკი სპეციალისტები უკრაინას რუსული არმიის ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარებიან.
გარდა ამისა, სლოვაკეთი უკრაინას მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტში დაეხმარება.
სლოვაკური წარმოების 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2-ის მოქმედების მანძილი 41 კმ-ია.