სლოვაკეთის პრემიერი: პუტინი არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის

სლოვაკეთის პრემიერმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა, ედუარდ ჰეგერის თქმით, უკრაინას სურს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და ომის შეწყვეტა თუმცა პუტინის მას ამის საშულებას არ აძლევს. 

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა aktuality იტყობინება. მათი ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა Globalsec 2022-ის კონფერენციაზე განაცხადა. 

"ჩვენი ვალდებულება დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში, რათა გავიმარჯვოთ მათთან ერთად",- განაცხადა ჰეგერმა. 

ჰეგერის თქმით, ვლადიმირ პუტინი არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ჰეგერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა სლოვაკებისთვის გაკვეთილად უნდა იქცეს - "პუტინი თავს დაესხა ჩვენს ფასეულობებს, ის გვცდის რამდენად ერთგულები ვართ ფასეულობების. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის პოზიციამ აჩვენა, რომ ჩვენ ფასეულობებით ვცხოვრობთ და პატივს ვცემთ მათ". 

აღნიშნულ პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ ბულგარეთის და ლატვიის პრემიერ-მინისტრებიც. 

 

მსგავსი სიახლეები