სლოვაკეთმა უკრაინას 11 ცალი МИГ-29 შესაძლოა უკვე შემოდგომაზე გადასცეს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების МИГ-29-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემას, მას შემდეგ განიხილავს, რაც მის ექსპლუატირებას შეწყვეტს. სულ საუბარია 11 თვითმფრინავზე. 

ამის შესახევ იაროსლავ ნადმა ბრატისლავაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნადის თქმით, სლოვაკეთი საბჭოთა თვითმფრინავების ექსპლუატაციას უკვე აგვისტოში, მას შემდეგ შეწყვეტს, რაც სლოვაკეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას ჩეხეთი და პოლონეთი დაიწყებს. 

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ МИГ-29-ების უკრაინისთვის გადაცემა, მაგრამ ეს მოითხოვს მე ვიტყოდი უფრო ფართო დისკუსიას, მათ შორის ამ საკითხის ფინანსურ და მისი მიწოდების ასპექტზე, ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის",- განაცხადა ნადმა. 

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აქტიურად მიმდინარეობს - თვეების განმავლობაში თვითმფრინავები უკრაინის მიერ მოკავშირეებისთვის მოთხოვნილი შეიარაღების სიაში უპირობო პრიორიტეტი იყო. 

ივლისის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ტანკებისა და თვითმფრინავების გადაცემის საკითხი, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

რამდენიმე დღის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატკომის კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ დაიწყო შესწავლა უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემის წინასწარი შეფასების შესწავლა. 

თავის მხრივ სლოკავეთი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის კუთხით ლიდერი სახელმწიფოა, სწორედ სლოვაკეთმა გადასცა უკრაინას C-300-ების პირველი სისტემები.  

მსგავსი სიახლეები