სლოვაკეთმა უკრაინას მერვე თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას მერვე თვითმავალი ჰაუბიცა - Zuzana 2 გადასცა. ამის შესახებ, 16 იანვარს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა.
ეს არის ბოლო თვითმავალი, რომელიც უკრაინას პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრებულის საფუძველზე გადაეცა.
"უკრაინაში მძიმე ბრძოლების დროს, თვითმავალი ჰაუბიცები უაღრესად მნიშვნელოვანია. კვლავინდებურად მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ჩვენს უსამართლოდ დატანჯულ მეზობელს, რომელიც არ იმსახურებს ამ ბრძოლას," - წერს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი.
უკრაინამ პირველი ოთხი თვითმავალი ჰაუბიცა, სლოვაკეთიდან, გასული წლის აგვისტოში, ხოლო დანარჩენი სამი შემოდგომის პერიოდში მიიღო.
6 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ დანია, ნორვეგია და გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალ Zuzana 2-ის ჰაუბიცებს შეუკვეთავენ.
ვარაუდობენ, რომ სამი ქვეყანა, უკრაინისთვის, 16 თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს.