სლოვაკეთმა უკრაინას პირველი ოთხი МиГ-29 გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირველი ოთხი საბჭოთა გამანადგურებელი МиГ-29 გადასცა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო წერს.
გამანადგურებლები უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის საჰაერო ძალების დახმარებით წაიყვანეს.
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო შესანიშნავი პროფესიული მუშაობისთვის. სლოვაკეთი სწორ მხარესაა და ამ ჟესტით ჩვენ, როგორც ქვეყანამ დიდი ასოებით შევიყვანეთ ჩვენი თავი მსოფლიო ისტორიაში, რაც დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე მეტყველებს." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ.
დარჩენილ თვითმფრინავებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს, თუმცა ოპერატიული მიზეზების გამო სამინისტრო დეტალებს არ აკონკრეტებს.
გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა დაუყოვნებლივ დადასტურდება, როცა მათი უსაფრთხოება უზრუვნელყოფილი იქნება.
სლოვაკეთი უკრაინას ჯამში 13 საბჭოთა წარმოების თვითმფრინავს გადასცემს.