სლოვაკეთმა უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2-ები გადასცა

უკრაინამ სლოვაკეთიდან პირველი ოთხი თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2 მიიღო. ამის შესახებ Twitter-ზე 13 აგვისტოს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა.
"სლოვაკეთი ეხმარება უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს! მოხარული ვარ დავადასტურო, რომ პირველი ოთხი სლოვაკური ჰაუბიცა "Zuzana" უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია, რომლებიც მზად არიან რუსი აგრესორებისგან მოქალაქეების დასაცავად", - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.
ნაგიმ 2 ივნისს განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინასთან რვა Zuzana-2-ის მიწოდებაზე.