СNN: ხვალ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება
22 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ეწვევა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება.
ამ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არცერთ მხარეს დაუდასტურებია. ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტის პარარელურად, ამერიკული მხარე უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას აპირებს, სადაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შევა.
გეგმების დადასტურების შემთხვევაში, ეს ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იქნება. საჯაროდ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია.
მასალა განახლებადია.