სოლოვიოვი ბოდიშს უხდის ჩეჩნურ ახმატს იმის გამო, რომ მისი პირფერობა ვერ აღიქვეს
.jpg)
პირდაპირ ეთერში გამოთქმული კრიტიკისთვის ყველაზე გავლენიან რუს პროპაგანდისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს კადიროველებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.
State Of Play: 19 მარტს, თავის ყოველდღიურ პირდაპირ ეთერში ვლადიმირ სოლოვიოვმა კურსკის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი და იმ დროისთვის კადიროვს დაქვემდებარებული ქვედანაყოფ ახმატის ჯარისკაცი, რომან ალიოხინი უცხოელი ბლოგერისთვის მიცემული ინტერვიუსთვის გააკრიტიკა.
- "როგორ შეიძლება ლეგენდალური ახმატის რიგებში აი ეს იმყოფებოდეს. ეს არმიაა, თუ ბანდა? აი ახმატი არმიაა",- ამბობდა სოლოვიოვი.
- როგორც ჩანს პროპაგანდისტის პირფერობა კადიროველებმა ვერ აღიქვეს და უკვე მომდევნო დღეს ჩეჩნეთის საგარეო კავშირების მინისტრმა, ახმედ დუდაევმა გამოაქვეყნა 2 მიმართვა, რომელშიც გამოხატავდა აღშფოთებას სოლოვიოვის სიტყვების გამო.
- დუდაევმა სოლოვიოვს მოსთხოვა განემარტა ვის მიემართებოდა მისი უკმაყოფილება და კრიტიკა.
Big Picture: მოგვიანებით გამოქვეყნდა სოლოვიოვის 2-წუთიანი ვიდეო, რომელშიც პროპაგანდისტი კატეგორიულად უარყოფს კადიროველების კრიტიკას და ამბობს, რომ მისი უკმაყოფილება მიემართებოდა "ადამიანს, რომელიც არცხვენს ამ დიდებული ქვედანაყოფის რეპუტაციას."