სომხეთი დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოს უფროსების სამიტს არ დაესწრება
სომხეთი დემონსტრაციულად გამოტოვებს დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების შეხვედრას.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს უფროსის პრესსპიკერი, ტატევიკ პეტროსიანი ავრცელებს.
პეტროსიანს არ განუმარტავს მიზეზები, ამასთანავე მას არ განუმარტავს ჩაანაცვლებს თუ არა ვინმე შეხვედრაზე უსაფრთხოების საბჭოს უფროსს.
8 ნოემბერს მოსკოვში დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთა რიგით 11-ე შეხვედრაა ჩანიშნული. ფორმატი 2013 წლიდან ამოქმედდა და სომხური დელეგაციაში მასში ყოველწლიურად მონაწილეობდა.
კონტექსტი
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გასულ წლებში ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ დაიძაბა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 19 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ყარაბაღში დარჩენილ ბოლო სომხურ ანკლავზე სრული კონტროლი დაამყარა.
ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ჩააფლავეს მისია. პარალელურად სომხეთმა გააქტიურა ურთიერთობები ევროკავშირთან. სომხეთის პრემიერმა, განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს სომხეთის სარგებელს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში წევრობისგან.
ოქტომბერში ფაშინიანმა ბიშკეკში გამართული დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტიც გამოტოვა.