სომხეთი საფრანგეთიდან CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს შეიძენს
საფრანგეთმა და სომხეთმა ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმეს.
ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენის დროს, ის თავის სომეხ კოლეგას, სურენ პაპიკიანს შეხვდა.
"ჩვენ ვაგრძელებთ სომხეთთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობის განმტკიცებას. ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია CAESAR-ის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება," - წერს ფრანგი მინისტრი.
CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცას ფრანგული თავდაცვითი ინდუსტრიული კომპანია Nexter აწარმოებს.