SonntagsZeitung: 2015-2019 წლებში კაბაევას და პუტინს 2 ვაჟი შეეძინათ
2015-2019 წლებში რუს გიმნასტ ალინა კაბაევას და ვლადიმირ პუტინს 2 ვაჟი გაუჩნდათ. ერთ-ერთი ვაჟი ლუგანოში დაიბადა.
ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი SonntagsZeitung მშობიარობის მიმღები კლინიკის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ცნობით პუტინისა და კაბაევას პირველი შვილი შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, ტიჩინოს კანტონში დაიბადა. ხოლო მეორე ვაჟი კი უკვე მოსკოვში, თუმცა მშობიარობა იმავე გინეკოლოგმა მიიღო.
ორივე შემთხვევაში მშობიარობის პროცესს სანტა-ანას ელიტური კლინიკის გინეკოლოგმა ქალმა მიიღო, რომელიც წარმოშობით რუსია, თუმცა ქვეყანა 30 წლის წინ დატოვა. გამოცემის ინფორმაცით, გინეკოლოგი პუტინის სანქტ-პეტერბურგში გატარებული ახალგაზრდობიდან იცნობდა და ამ დრომდე ინარჩუნებს ურთიერთობებს რუსეთის პრეზიდენტთან.
მეორე შვილის მშობიარობის გამო გინეკოლოგი პირადად ჩავიდა მოსკოვში. გაზეთის ცნობით, ორსულობის პერიოდში ალინა კაბაევა რამდენჯერმე იმყოფებოდა ლუგანოში, სადაც ერთ-ერთ კერძო ვილაზე ან ელიტურ სასტუმრო Principe Leopoldo-ში ცხოვრობდა.
გაზეთის წყარო ალინა კაბაევას კარგად ახასიათებს - "ის ნამდვილია სპორტსმენია, ძალიან პირდაპირია. ექიმთან მიღებაზე დასთან და დედასთან ერთად დაცვის გარეშე მოვიდა".
პუტინისა და კაბაევას შვილებზე ბევრი იწერებოდა რუსულ მედიაშიც. გარდა ამისა, საჯაროდ ცნობილია პუტინის ორი ქალიშვილის შესახებ, რომელიც მას კანონიერი ქორწინებისგან ჰყავს.
გასულ წელს Проект საგამოძიებო ჟურნალისტურმა გუნდმა ვლადიმირ პუტინის სავარაუდო მესამე ქალიშვილსაც მიაკვლიეს. რომლის დედაც ბანს როსიას აქციონერი, სვეტლანა კრივონოგიხია. გამოცემის ცნობით, კრივონოგიხი და ვლადიმირ პუტინი რომანი 1990-იან წლებში ჰქონდათ.