სპეცსამსახურები ნეთანიაჰუს აფრთხილებენ, რომ დასავლეთ სანაპირო დესტაბილიზაციის ზღვარზეა
ისრაელის მე-12 არხის ცნობით, სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გააფრთხილეს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ დასავლეთ სანაპირო დიდი ესკალაციის ზღვარზეა.
უშიშროების სამსახურების შეშფოთება გამოწვეულია ისრაელის მიერ ასობით მილიონი დოლარის საგადასახადო შემოსავლების გაყინვით, რომელიც პალესტინის ხელისუფლებას ეკუთვნის. ამასთანავე, ისრაელმა უარი თქვა დაახლოებით 150 000 პალესტინელი მუშის ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიაზე აშენებულ უკანონო ებრაულ დასახლებებში თავიანთ სამუშაოებზე დაბრუნებაზე.
ტელევიზიის ცნობით, ნეთანიაჰუ უშიშროების კაბინეტის სხდომაზე ამ საკითხს კენჭს არ უყრის, რადგან მმართველი კოალიციის ულტრამემარჯვენე პარტნიორების ზეწოლის ქვეშ არის - ისინი მას გადადგომით ემუქრებიან.
Axios-ის ცნობით, ამ საკითხზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთანაც ისაუბრა.
ნეთანიაჰუმ საემიროების პრეზიდენტს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდს პალესტინელებისთვის "უმუშევრობის დახმარების" გადახდა შესთავაზა.
შეიხმა კი მას სარკასტუალდ უპასუხა: "ფული ზელენსკის სთხოვეთ."
მუჰამედ ბინ ზაიდის უარი კარგად ასახავს არაბული ქვეყნების პოზიციას, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი არ დაეთანხმებიან ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში ომის შემდეგ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას.