სტარუხი: რუსული ჯარები ზაპოროჟიეს ოლქის ორი რაიონიდან გადიან
რუსულმა ჯარებმა მელიტოპოლიდან და ვასილიევსკის რაიონიდან გასვლა დაიწყეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული შენაერთები ხერსონის მიმართულებით გადაადგილდებიან. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა როტაციის გამო ხდებოდეს.
მან ასევე განაცხადა, რომ აქტიური საომარი მოქმედებები სადემარკაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება და უკრაინელი სამხედროები მტერს იგერიებენ
შეტაკებები მიმდინარეობს ორეხოვოში, გულიაიპოლში, კამიშევახაში და მიმდებარე დასახლებები მუდმივად იბომბება.
სტარუხმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში შენდება თავდაცვის ხაზები, რაც უკრაინელ სამხედროებს თავიდაცვაში მნიშვნელოვნად ეხმარება. ზაპოროჟიეს შემოგარენში უამრავი სიმაგრე შეიქმნა.
6 ივნისს მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მელიტოპოლის რეგიონში თითქმის ყველა საგუშაგო მიატოვეს.