სტეფანჩუკი: საქართველო რუსეთს არ დაეხმარება
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
"საქართველო რუსეთს არ დაეხმარება. [საქართველოს] პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მაშინ განაცხადა, როდესაც მისი თვალებით ნახა ირპინსა და ბუჩაში მომხდარი. კიევის რეგიონში ჩადენილი სისასტიკის მხვერპლთა ისტორიებმა გულგრილი არავინ დატოვა. აქ, ისევე როგორც სარკეში, შეგიძლია დაინახო რუსეთის არმიის რეალური სახე." - წერს უმაღლესი რადას სპიკერი.
უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს.