სტეფანიშინა: უკრაინის მთავრობა ორბანის უკრაინაში ვიზიტზე მუშაობს
უკრაინის მთავრობა მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტის ორგანიზებაზე ქვეყანაში.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ Reuters-თან კომენტარში განაცხადა.
25 იანვარს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სტეფანიშინამ კომენტარი გააკეთა უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების უჟგოროდში დაგეგმილ შეხვედრაზე და თქვა, რომ ეს დაკავშირებული იქნება პრემიერ-მინისტრ ორბანის უკრაინაში ვიზიტის მომზადებასთან.
"რადიო თავისუფლების" კითხვაზე, განემარტა, უნდა ჩავიდეს თუ არა ორბანი კიევში ან ვოლოდიმირ ზელენსკი ბუდაპეშტში, ვიცე-პრემიერმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის "ძირითადად მნიშვნელოვანი" იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ნახვა.
Reuters-თან კომენტარში სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ საუბარია კონკრეტულად ორბანის უკრაინაში ვიზიტის მომზადებაზე.
უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 29 იანვარს, უჟგოროდშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადებას.