სტოლტენბერგი: დასავლეთმა უკრაინას $70 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა
რუსული ინტერვენციის დაწყებიდან, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას 65 მილიარდი ევროს ($70 მილიარდზე მეტი) სამხედრო დახმარება გადასცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთის ფედერაციის, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.
"ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ის დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რათა უკრაინამ შეძლოს მომავალი აგრესიის შეკავება", - თქვა მან.
სტოლტენბერგი მიესალმა თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის უკრაინაში ჩასვლას.
"ამან შეიძლება რეალური განსხვავება შექმნას ფრონტის ხაზზე და უკრაინულ ძალებს მეტი ტერიტორიის გათავისუფლების საშუალება მისცეს", - თქვა მან.
მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.