სტოლტენბერგი: უკრაინას ნატოში მაშინ მივიწვევთ, როცა ყველა წევრი თანახმა იქნება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინისთვის აუქმებს MAP-ის სამსაფეხურიან ეტაპს, რაც ნიშნავს, რომ გაწევრიანების პროცესი უფრო მოქნილი იქნება. 

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ალიანსი არ მიიწვევს უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად. "უკრაინას მაშინ მოვიწვევთ, როდესაც ყველა წევრი სახელმწიფო თანახმა იქნება, ხოლო პირობებული შესრულებული",- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

Reuters-ის ცნობით, სტოლტენბერგის განცხადების მსგავსი იქნება სამიტის ფინალური დეკლარაციაც. 

გარდა ამისა სტოლტენბერგის თქმით, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის ფარგლებშიც უკრაინა უფრო სიღრმისეულად ჩაერთვება ალიანსის საქმიანობაში და უფრო მეტ უფლებამოსილებას მიიღებს. სავარაუდოდ სწორედ ეს საბჭო იქნება მთავარი ინსტრუმენტი ნატოსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. 

საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, 12 ივლისს გაიმართება. პარალელურად გაუქმდა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლაც, რომელიც ადგილობრივი დროით 18 საათზე უნდა დაწყებულიყო. 

ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადება ვილნიუსში გამგზავრებამდე - ზელენსკი აბსურდული და უპრეცედენტო უწოდა კონკრეტული ვადების არ არსებობას უკრაინის გაწევრიანებასთან ან მისი ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები