სუროვიკინი ხერსონზე: შესაძლოა ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს
უკრაინაში მოქმედი რუსული სამხედრო ნაწილების გაერთიანებული დაჯგუფების ახალდანიშნულმა მეთაურმა ამ სტატუსში პირველი ინტერვიუ მისცა.
სერგეი სუროვიკინის თქმით, ვითარება ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე რთულია და რუსეთს შესაძლოა მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს.
"ამ მიმართულებით (ხერსონი) საკმაოდ რთული ვითარება ჩამოყალიბდა. მოწინააღმდეგე ახორციელებს მიზანმიმართულ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კორპუსებზე. HIMARS-ის რაკეტებით დაზიანებულია ანტონოვის ხიდი და კახოვკის ელექტრო სადგურის დამბა, რომლებზეც მოძრაობა შეჩერებულია.
ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა და მათი ევაკუაციის ორგანიზება. შემდგომი მიზნები დამოკიდებული იქნება ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარებაზე. ვიმეორებ კიდევ ერთხელ - ვითარება უკვე დღეს საკმაოდ რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში ოგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მიზანია მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჩვენი ჯარისკაცების გადარჩენა. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ესაა. ვიმოქმედებთ გააზრებულად, დროულად და არ გამოვრიცხავთ ყველაზე არამარტივი გადაწყვეტილებების მიღებას",- განაცხადა გენერალმა სუროვიკნმა.
ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიში ზაფხულის მიწურულს წამოიწყეს.