რუსებმა სვიატოგორსკის ლავრის დაბომბვისას ორი ბერი და მონაზონი მოკლეს
დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკის დაბომბვის შედეგად 30 მაისს დაზიანდა სვიატოგორსკის ლავრის შენობები. ამ მონასტრის ორი ბერი და ერთი მონაზონი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია 1 ივნისს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დონეცკის ეპარქიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ 30 მაისს დაბომბვის დროს დაზიანდა სვიატოგორსკის წმინდა მიძინების ლავრის მე-3 და მე-4 სამონასტრო ნაგებობები. ლავრის დეკანოზი, არქიმანდრიტი გალაკტიონი, ბერი არისტოკლეი, მონაზონი ვარვარა მოკლეს. დაშავებულნი არიან იერონონები იოასაფი და ამფილოჰი, აგრეთვე იეროდიაკონი ალიპი", - განაცხადა დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ლავრაში საერო პირებიც იყვნენ. არიან თუ არა მათ შორის გარდაცვლილები ან დაშავებულები, ჯერჯერობით უცნობია.
სვიატოგორსკის ლავრა სლავიანსკთან მდებარეობს, რომელზეც რუსული ჯარები ცდილობენ შეტევას. ლავრას უკრაინა აკონტროლებს.
31 მაისს და 1 ივნისს რუსებმა სლოვიანსკი რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.