ტაივანის საჰაერო ზონა 39-მა ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა
ტაივანის თავდაცვის ძალების განცხადებით, 23 იანვარს ტაივანის საჰაერო ზონა 39-მა ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა.
ჩინური ავიაციის მოახლოების შემდეგ ტაივანმა საკუთარი საჰაერო ძალების ნაწილები ააფრინა და საჰაერო თავდაცვის სისტემები მწყობრში მოიყვანა, ნათქვამია განცხადებაში.
კუნძულის მახლობლად, ტაივანის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში (ADIZ) სულ ჩინური ავიაციის 34-მა გამანადგურებელმა, ოთხმა ელექტრონულმა საფრენმა აპარატმა და ერთმა ბომბდამშენმა გადაიფრინა.
აღნიშნული შემთხვევა ოქტომბრის შემდეგ საჰაერო სივრცის დარღვევის ყველაზე მსხვილი ინციდენტი იყო, - აცხადებენ ტაიპეიში.
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ფილიპინების ზღვაში აშშ-ს და იაპონიის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობდა.
გასული წლის ოქტომბერში ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთმა 145 თვითმფრინავი გაგზავნა.
ბოლო ხანებში ჩინეთმა ტაივანის მიმართ - რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს - სამხედრო წნეხი მნიშვნელოვნად გაზარდა.
გასულ წელს ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავენ.