თანამდებობიდან გაადააყენეს უკრაინის 5 რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი

უკრაინის მთავრობაში საკადრო გადადგილებები გრძელდება, ამჯერად თანამდებობიდან 5 რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა გაათავისუფლეს. 

ამის შესახებ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში, ტარას მელნიჩუკმა განაცხადა. 

თანამდებობები დატოვეს: 

  • ვალენტინ რეზნიჩენკო - დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 

  • ალექსანდ სტარუხი - ზაპორიჟიის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

  • დმიტრო ალექსიევიჩი - სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

  • იაროსლავ იანუშევიჩი - ხერსონის სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელი;

  • ოლექსი კულება - კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 

გარდა ამისა თანამდებობები დატოვეს უკრაინის გენერალური პროკურორის, თავდაცვის მინისტრის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა. მანამდე ცნობილი გახდა კირილ ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ. 

უკრაინული მედიის ცნობით, კირილ ტიმოშენკოს ადგილის ოლექსი კულება დაიკავეს, რომელიც ამ დრომდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი სიახლეები