რეზნიკოვი: ერთ თვეში შვიდი უკრაინული წარმოების დრონი მივიღეთ შეიარაღებაში
უკრაინის კანონმდებლობამ მნიშვნელოვნად გაამარტივა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი ტექნიკის გადაცემის პროცედურები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 8 დეკემბერს ფეისბუქზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ასევე თავდაცვის საჭიროებებისთვის ინოვაციების მოზიდვის სფეროში წესების შეცვლაზე. ამან უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, პირველ რიგში, უპილოტო საფრენი აპარატების სფეროზე.
"ადრე არმია ექსპლუატაციაში წელიწადში ერთ ან ორ უპილოტო საფრენ აპარატს იღებდა, შედარებისთვის: ბოლო 30 დღის განმავლობაში უკრაინული წარმოების შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი დამტკიცდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ექსპლუატაციისთვის. მწარმოებლებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი, სადაც თითოეულ დეველოპერს, რომელსაც აქვს მზა პროდუქტი, შეუძლია მიმართოს თავდაცვის სამინისტროს თავისი პროდუქტის ექსპლუატაციაში დაშვებისთვის. ექსპლუატაციაში ოფიციალური მიღება ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს შეუძლია შეიძინოს პროდუქცია და უკრაინის შეიარაღებული ძალები შტატში აყენებენ მათ", - წერს რეზნიკოვი.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად თავდაცვის სამინისტრო უკრაინული წარმოების დრონების ექსპლუატაციაში დასაშვებად კიდევ 19 განცხადებას განიხილავს. მათზე გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღონ.
კონტექსტი
26 აგვისტოს "Укроборонпром"-მა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად გამოაცხადა უპილოტო სისტემების განვითარების ერთობლივი პროგრამა. ის ითვალისწინებს მათ ობიექტებში კერძო დიზაინერებთან თანამშრომლობით დრონების სწრაფ და უსაფრთხო წარმოებას.
17 ოქტომბერს "Укроборонпром"-მა ფეისბუქზე ახალი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ფოტოს ფრაგმენტი გამოაქვეყნა. მისი მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია. დრონს 75 კგ საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ორ აეროდრომს თავს უკრაინული დრონები დაესხნენ.
არსებული მონაცემებით ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე სარატოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა ენგელს 2-ის ასაფრენ ბილიკზე უპილიტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ბოლო ცნობებით დაზიანებულია ТУ-95-ის ტიპის 2 სტრატეგიული ბომბდამფშენი, რომლებსაც ატომური ასაფეთქებლის ტარებაც შეუძლიათ.