თეთრი სახლი სენატორ გრემს სთხოვს შეარბილოს რუსეთის სანქცირების კანონპროექტი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს სენატორ ლინდსი გრემს რუსეთის სანქცირების შესახებ კანონპროექტი შეარბილებინოს - თეთრ სალში იმედი აქვთ, რომ ამგვარად კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ტენდენციას შეინარჩუნებენ. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - საუბარია ლინდსი გრემისა და მისი დემოკრატი კოლეგის, რიჩარ3დ ბლუმენტალის ინიციატივაზე, რომელიც რუსული ნავთობის შემსიდვლი ქვეყნებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს და რომელსაც ჰყავს უკვე 82 მხარდამჭერი. 

  • წყაროების ცნობით, გასული კვირების განმავლობაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ სენატორ გრემის ოფისს და აქტში ცვლილებების შეტანა სთხოვეს - კერძოდ ადმინისტრაცია ითხოვს აქტის იმგვარად ცვლილებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება. თუ რომელ პირებს ან კომპანიებს დაუწესდეს სანქციები პრეზიდენტმა განსაზღვროს.

  • გარდა ამისა, თეთრი სახლი ითხოვეს სიტყვა Shall-ის ჩანაცვლებას სიტყვა Can-ით, რაც პრაქტიკულად კანონპროექტის სავალდებულო ხასიათს აცლის. 

Big Picture: ადმინისტრაციის მიერ კანონპროექტში ცვლილებების მოთხოვნაში უჩვეული არაფერია - როგორც წესი თეთრი სახლი იმგვარი ფორმულირებების გამოყენებას ცდილობს, რაც პრეზიდენტს მოქმედების მეტ თავისუფლებას მისცემს.

  • თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში სენატორები შიშობენ კანონის სავალდებულო ხასიათის გაუქმება გრემის ინიციატივას არაეფექტურს გახდის. 

  • გაზეთთან საუბარში რიჩარდ ბლუმენტალმა დაადუსტურა თეთრ სახლთან მიმდინარე კონსულტაციები, მაგრამ უარი კომენტარზე. 

  • 5 ივნისს, ოვალურ კაბინეტში ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ სენატმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი მისი თანხმობის გარეშე. 

Сontext: გასულ დღეებში ლინდსი გრემმა აქტში ცვლილელების შეტანის მზაობის შესახებ განაცხადა, მისი თქმით, დამატებითი ტარიფები არ შეეხებათ რუსული ნავთობის იმ შემსყიდველებს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. 

  • ვლადიმირ პუტინთან გამართული ბოლო, რიგით მეოთხე სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში Washington Post-ის მიერ მომზადებული მასალა გამოაქვეყნა, რომელიც გრემის კანონპროექტს ეხებოდა. 

  • იმავე მერცთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მისი რეაქცია ძალიან მწვავე იქნება იმ შემთხვევაში, თუ მკაფიო გახდება, რომ ომის დასრულება ვერ ხერხდება - "ჩვენ ძალიან უხეშად ვიმოქმედებთ, ეს შესაძლოა ორივე მხარეს შეეხოს"- განაცხადა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები