თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ სირია აბრაამის შეთანხმებას შეუერთდება

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სირია იქნება ერთ-ერთი შემდეგი ქვეყანა, რომელიც აბრაამის შეთანხმებას შეუერთდება.

State Of Play: "პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, იმედოვნებს, რომ რეგიონში მეტი ქვეყანა მოაწერს ხელს აბრაამის შეთანხმებას," - თქვა ლევიტმა.

  • "როდესაც პრეზიდენტი [ტრამპი] სირიის ახალ პრეზიდენტს [აჰმედ ალ-შარაას] შეხვდა, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც [ტრამპმა] წამოაყენა; სირიისთვის აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა," - თქვა მან.
  • "ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობის ხილვა გვსურს და ეს არის ამის მიღწევის გზა," - აღნიშნა სპიკერმა. "მე არ მაქვს თქვენთვის კონკრეტული ვადები, მაგრამ ამ ადმინისტრაციას სურს, რომ ეს მოხდეს და ჩვენმა პარტნიორებმა რეგიონში ეს უნდა იცოდნენ."
  • დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, 2020 წელს აბრაამის შეთანხმებები გაფორმდა, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო და სუდანი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

Big Picture: ოთხშაბათს, CNBC-თან ინტერვიუში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა მიანიშნა, რომ აბრაამის შეთანხმებებთან კიდევ უფრო მეტი ქვეყნის შეერთება იგეგმება.

  • მისი თქმით, "მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც აბრაამის შეთანხმებებში მიიღებენ მონაწილეობას."
  • "პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაა," - განუცხადა მან CNBC-ს.
  • "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნორმალიზაცია მოხდება ისეთ ქვეყნებთან, რომელთა შემოსვლაზეც ხალხს არასდროს უფიქრია, ამიტომ აღფრთოვანებულები ვართ ამ პერსპექტივით; ეს ასევე სტაბილიზატორი იქნება ახლო აღმოსავლეთისთვის," - აღნიშნა უიტკოფმა.

Сontext: აპრილში ამერიკელ კონგრესმენ კორი მილსს აჰმედ ალ-შარაამ განუცხადა, რომ სირია მზადაა, შესაბამისი პირობებით შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს.

მსგავსი სიახლეები