თეთრი სახლის შეფასებით, რუსეთს უკრაინაში 75 000-მდე მოკლული და დაჭრილი სამხედრო ჰყავს - NYT

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში 75 000-მდე რუსი სამხედრო მოკლეს ან დაიჭრა, წერს გამოცემა New York Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილების და მოკლულების ეს რაოდენობაა მითითებული თეთრი სახლის მიერ კონგრესმენებისთვის მომზადებულ მოხსენებით ბარათში.

ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა, გენშტაბმა და სადაზვერვო უწყებამ ერთობლივად მოამზადა.

გასულ კვირაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა მოკლული ოკუპანტების რაოდენობა 15 000-ის ფარგლებში შეაფასა.

სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში მოკლულების და დაჭრილების თანაფარდობა ერთი სამს აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები