ტიხანოვსკაია: უკრაინისთვის 1500 ბელორუსი იბრძვის, მათი რიცხვი გაიზრდება
ახლა უკრაინის მხარეს რუსეთთან ომში ბელორუსის 1.5 ათასი მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 5 ივნისს გამოქვეყნდა.
უკრაინაში მოხალისეთა ბელორუსული ბატალიონის არსებობის შესახებ კითხვაზე ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ როდესაც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ბელორუსიაში ბევრი ფიქრობდა, რომ უკრაინელებს უნდა დაეხმარონ, ამიტომ ბატალიონები შეიქმნა.
უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ახლა 1.5 ათასი ბელორუსი იბრძვის, დააზუსტა მან.
ტიხანოვსკაიამ დადებითად უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა უკრაინისთვის მებრძოლი ბელორუსიის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. მან განაცხადა, რომ "ბელორუსში ბევრს სურს უკრაინის დახმარება და ახლა ისინი სხვა ქვეყნებში გადიან წრთვნებს", მაგრამ არ დაუკონკრეტებია მოხალისეთა რაოდენობა და ქვეყანა, სადაც სწავლებები ტარდება.
ტიხანოვსკაიას თქმით, ხშირად საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება.
"უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელორუსების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება", - აღნიშნა მან.