Times: ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში დაბრუნდნენ

დიდი ბრიტანეთის სპეციალური ავია-დესანტური [CAC] სამსახურის სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში დაბრუნდნენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას აგრძელებენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი TIMES ავრცელებს.

გაზეთის წყაროს ინფორმაციით ბრიტანელი ინსტრუქტორები უკრაინაში დაახლოებით 2 კვირის წინ დაბრუნდნენ და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული კიევთან მახლობლად აგრძელებენ უკრაინელი კოლეგების წვრთნის პროგრამას. ბრიტანელები უკრაინელებს მათ მიერ გადაცემული ანტი-სატანკო NLAW-ებისა და სხვა შეიარაღების გამოყენებას ასწავლიან.

გაზეთი აზუსტებს, რომ საუბარია არა მოხალისეებზე, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად დამოუკიდებლად, თავისი ნებით წავიდნენ, არამედ დიდი ბრიტანეთის საკადრო სამხედრო პირებზე. 

ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა უკრაინა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 12 თებერვალს დატოვეს. მაშინ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს ჰიპი ამბობდა, რომ სამხედროების უკრაინაში დატოვება ნატო-ს სამხედროებსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შორის შეტაკების რისკს განუზომლად ზრდიდა. 

გასული წლის შემოდგომაზე ესკალაციის დაწყების მომენტიდან დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერი ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სახელმწიფოა. 

გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი პირველია უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის საქმეშიც. განსაკუთრებულ მხარდაჭერას ადასტურებს პრემიერ ბორის ჯონსონის მოულოდნელი ვიზიტიც კიევში. 

მსგავსი სიახლეები