Times: დიდი ბრიტანეთი კიევისთვის საზღვაო თავდაცვის იარაღის გადაცემას აპირებს

დიდი ბრიტანეთი კიევისთვის საზღვაო თავდაცვის საშუალებებს გადაცემას აპირებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა კაბინეტის წევრებს დახურულ სხდომაზე განუცხადა. 

ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, Times ავრცელებს. 

"ჩვენ გვაქვს იმ შეიარაღების სია, რაც მათ სჭირდებათ და შევეცდებით მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები იმ ნაწილში, რაც შეგვიძლია", - ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ანონიმური წყარო. 

მათ შორის ბრიტანეთი აპირებს კიევს გადასმეს Harpoons-ის ანტი-სახომალდო სარაკეტო დანადგარები, ასევე, Swithblade-ის ერთჯერადი გამოყენების დრონები და ანტი-სატანკო დანადგარები, რომლებსაც საარტილერიო ჭურვების განეიტრალება შეუძლია.  

მიმდინარე ესკალაციის დაწყების მომენტიდან, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. ამ დროის განმავლობაში გაერთიანებული სამეფომ უკრაინას უკვე გადასცა ათასობით ანტი-სატანკო სარაკეტო სისტემები, ასევე ანტი-საჰაერო პორტატული თავდაცვის სისტემები Starstreak. 

მსგავსი სიახლეები