ტრამპი არჩევნებზე: გარკვეულწილად იმდეგაცრუებული ვარ, თუმცა პირადი გამარჯვებაა
დონალდ ტრამპმა აშშ-ს გამართული შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა, რომელზეც ხმის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული აზრით შედეგებმა იმედები გამიცრუა, ჩემი პერსონალური გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი პერსონალური გამარჯვებაა. ჯამურად 219 მოგება და 16 წაგება - ამაზე უკეთესი შედეგი ვის ჰქონდა?",- წერს ტრამპის თავის პირად სოციალურ ქსელში.
კონტექსტი
ტრამპის რიტორიკის მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის შედეგები გაცილებით უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებდნენ. არ შედგა ე.წ. წითელი ტალღაც, რომელიც რესპუბლიკელების მიერ ორივე პალატაში მყარი უმრავლესობის მოპოვებას გულისხმობდა.
ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია ორივე პალატაში უმრავლესობის საკითხი, მიუხედავად ამისა მოსალოდნელია, რომ კონგრესში რესპუბლიკელები უმრავლესობას დაიბრუნებენ, თუმცა გაცილებით უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებდნენ.
ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები რამდენიმე საკვანძო შტატში მარცხდებიან, შესაბამისად სენატში უმრავლესობის მოპოვების შანსიც უფრო დაბალია.
სავარაუდოა, რომ სენატში უმრავლესობის ბედი საბოლოოდ 6 დეკემბერს გადაწყდება - ამ დღეს შტატში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგანაც 50%-ს დაგროვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ ახერხებს.