ტრამპი: ნეთანიაჰუს პალესტინელებთან მშვიდობა არასდროს სურდა

 

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი აზრით ისრაელის ყოფილ პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს არასდროს ჰქონია პალესტინელებთან მშვიდობის დამყარების სურვილი.

"არ ვფიქრობ, რომ ბიბის ოდესმე მშვიდობა სურდა," - თქვა ტრამპმა Axios ჟურნალისტ ბარაკ რავიდნთან საუბრისას.  

"მთელი ჩემი ცხოვრება შეთანხმებებია. მე ერთი დიდი შეთანხმება ვარ. სულ ამას ვაკეთებ." - თქვა ტრამპმა. "ბიბისთან შეხვედრისას ის სამ წუთში შევაჩერე და წინადადება შევაწყვეტინე. მე ვუთხარი, ბიბი შენ შეთანხმება არ გინდა. ასეა? მან მიპასუხა. 'იცი რა, ჰმ.' - ფაქტია, რომ მას შეთანხმება არ სურდა."

რავიდის თქმით, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის დასაწყისშივე გააცნობიერა, რომ ნეთანიაჰუ სამშვიდობო შეთანხმებისთვის ბევრად დიდი დაბრკოლება იყო, ვიდრე მაჰმუდ აბასი.

"მე მეგონა, რომ ის შესანიშნავი იყო," თქვა ტრამპმა აბასზე. "ის მამასავით იყო. მე ვფიქრობდი, რომ მას უფრო მეტად სურდა შეთანხმება, ვიდრე ნეთანიაჰუს."

ებრაელმა ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა ტრამპთან ინტერვიუ მისი ახალი წიგნისთვის ჩაწერა, რომელსაც "ტრამპის მშვიდობა: აბრაამის შეთანხმება და ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა" ეწოდება.

 

 

მსგავსი სიახლეები