ტრამპი: პუტინთან უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხზე არ გვისაუბრია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში, უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების საკითხი, რასაც კრემლი ფრონტის მთელ გაყოლება ზავის წინაპირობად ასახელებდა, არ განუხილიათ.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

State Of Play: ჟურნალისტმა გაამახვილა ყურადღება კრემლის ოფიციალურ პრეს-რელიზზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტის აუცილებელ წინაპირობას უკრაინის სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტა წარმოადგენს. 

  • ვფიქრობ, რომ შესანიშნავი საუბარი გვქონდა, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ რამეზე, სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში, ასევე, ვისაუბრეთ სხვა რაღაცებზე, მაგრამ ეს საკითხი (რედ. უკრაინის სამხედრო დახმარება) არ განგვიხილავს. 
  • ამასთანავე, ტრამპმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია რუსეთის ბუნებრივი რესურსებით და ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით. 

Big Picture: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მთავარი შედეგი, ამ დროისთვის, ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში 30-დღიანი ზავი მიიჩნევა. 

  • კრემლის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზში ჩანს, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო წინაპირობად უკრაინის სამხედრო დახმარების გაუქმება იყო დასახელებული. 

  • თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, მოლაპარაკებები ზავის ორგანიზების საკითხზე ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება. 

  • პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შედეგებს უკვე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი; პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას. ამასთანავე, ზელენსკიმ უკვე დაგეგმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი. 

  • საყურადღებოა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის იდეა თავდაპირველად კიევმა გააჟღერა - დასავლური მედიის ცნობით, გასული წლის ზაფხულში მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა, ინიციატივა კურსკში უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიბლოკა. 

Context: დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცნობით, ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მომდევნო შეხვედრა ერ-რიადში 23 მარტს გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები