30-დღიანი ზავი ენერგეტიკულ ობიექტებზე - კრემლის პრეს-რელიზი ტრამპთან საუბარზე

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 2.5 საათი გრძელდებოდა, პირველად კრემლმა შეაფასა. 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, პუტინი დათანხმდა ამერიკელი პრეზიდენტის წინადადებას, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეჩერების გულისხმობს და სამხედრო ხელმძღვანელობას შესაბამისი ბრძანებაც მისცა. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მთავარ აქცენტებს  კრემლის ინტერპრეტაციიდან: 

  • პუტინმა ტრამპს აცნობა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს მომავალში დააორგანიზებენ სამხედრო ტყვეების გაცვლას 175x175 ფორმულაზე; 

  • გარდა ამისა, "კეთილი ნების" ჟესტის სახით, რუსეთი უკრაინას 23 მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცს გადასცემს;

  • პუტინმა ტრამპს განუცხადა რუსეთის მზაობა და ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე, რომელიც უნდა იყოს გრძელვადიანი და მყარი;

  • აშშ და რუსეთი კრიზისის დარეგულირებისთვის საექსპერტო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ; 

  • კრემლმა კიდევ ერთხელ განუმარტა თეთრ სახლს, რომ უკრაინული "კრიზისის" დარეგულირება უპირობოდ უნდა მოიცავდეს "კონფლიქტის პირველწყაროს მოგვარებას და რუსეთის კანონიერი ინტერესებს; 

  • გარდა ამისა, პუტინი დათანხმდა ამერიკელი პრეზიდენტის წინადადებას, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ - ეს ჯერჯერობით დღევანდელი სატელეფონო საუბრის მთავარ მიღწევად გამოიყურება; 

  • კრემლის ცნობით, ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, პუტინმა უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მიმდინარე მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა; 

  • "ესკალაციის თავიდან არიდების საკვანძო წინაპირობებს წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისო სამხედრო დახმარების და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების სრულად შეწყვეტა".


მსგავსი სიახლეები