ტრამპის სოციალური მედიის აპლიკაცია თებერვალში ამუშავდება

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 21 თებერვლიდან მისი სოციალური მედია App Store-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Truth Social ტვიტერის ალტერნატივაა და მისი მსგავსი ფუნქციები აქვს.

12 თვის წინ ფეისბუქმა და ტვიტერმა თავიანთ პლატფორმებზე დონალდ ტრამპის ანგარიშები წაშალეს და დაბლოკეს, რადგან ტრამპმა მხარდამჭერებს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევისკენ მოუწოდა.

Truth Social-ის მფლობელი Trump Media & Technology Group-ია (TMTG), რომლის ღირებულებაც 4.3 მილიარდი დოლარია. 

TMTG-იმ 2021 წლის დეკემბერში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა.

 

 

მსგავსი სიახლეები