ტრამპის ოფისში 'ფეიკი' უწოდეს WaPo-ს ცნობებს ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ოფისში 'ფეიკი' უწოდეს Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც გაზეთის ცნობით, უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას ითვალისწინებს. 

"ეს ყველაფერი უბრალოდ ყალბი ამბებია Washington Post-ისგან, ისინი უბრალოდ იგონებენ ამ ახალ ამბებს",- განაცხადა ტრამპის კამპანიის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა, New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მილერის თქმით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპი არ დათანხმდება არცერთ სამშვიდობო გეგმას, სანამ დეტალურად არ შეისწავლის და არ შეაფასებს ამ გეგმის პარამეტრებს. 

ამასთანვე მილერმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც "მკვლელობების შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს", ხოლო ბაიდენი ამ პროცესის გაგრძელებას ემხრობა. ბაიდენის პოზიციაზე საუბრისას მილერი გულისხმობდა ადმინისტრაციის პოზიციას უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებასთან დაკავშირებით. 

კონტექსტი 

რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომს "24 საათში" დაასრულებდა. 

ჟურნალისტების კითხვებზე თუ როგორ აპირებს ამის გაკეთებას ტრამპი და რას მოიცავს მისი გეგმა, ტრამპი არ პასუხობს. 

7 აპრილს Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტრამპი უკრაინას ყირიმისა და დონბასის დათმობისკენ უბიძგებდა, რადგანაც მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობას ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმეჯერ შესთავაზა დონალდ ტრამპს უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით უარს ამბობს. 

 

მსგავსი სიახლეები