ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი მიმდინარე კვირაში პუტინს შეხვდება - Bloomberg

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ვიზიტი დაგეგმა.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თანახმად, უიტკოფს მოსკოვში გამგზავრება მიმდინარე კვირას აქვს დაგეგმილი, რაც, ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის რანგით, უკვე მეორე ვიზიტი იქნება. თუ, როდის გაიმართება ზუსტად შეხვედრა, ამ დრომდე ზუსტდება.

გამოცემის თანახმად, უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში სინქრონში უნდა იყოს უკრაინისა და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებთან, რომელიც დღეს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უნდა დაიწყოს.

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელობაში შედიან: პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე სამხედრო საკითხებში, პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

ამერიკული სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია, და იგივე ხალხი წარმოადგენს, რომლებიც 18 თებერვალს ერ-რიადში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ესენი არიან: სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი.

მსგავსი სიახლეები