ტრასი: ყოველი რუსული რაკეტის შემდეგ უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებით

დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის მიერ გასროლილი ყოველი რაკეტის შემდეგ მეტ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ 23 ივლისს, კიევში პირველი ლედებისა და პრეზიდენტების მეორე სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი მომავლისთვის, არამედ დემოკრატიისთვის, მომავლისთვის და სუვერენიტეტისთვის. ამიტომ უკრაინის გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყოველი გასროლილი რაკეტის შემდეგ, რომელიც უკრაინის ქალაქებს ხვდება, ყველა მამაკაცს, ქალს და ბავშვს, რომელიც იტანჯებაა, ჩვენ უფრო მეტ დახმარებას გავუწევთ", - თქვა ტრასმა.

მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოუყო უკრაინას 4 მილიარდ ფუნტზე მეტი დახმარება. კერძოდ, კიევმა სხვადასხვა სამხედრო დახმარება მიიღო - ჯავშანტრანსპორტიორებიდან უპილოტო თვითმფრინავებამდე. გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და რუსული საწარმოების წინააღმდეგ, აღნიშნა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისსტრმა.

"აგრესორმა უნდა წააგოს და ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს რუსების გაძევებაში მათი მიწიდან... ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერით", - აღნიშნა ტრასმა. "ჩვენ დახმარებას გავუწევთ უკრაინას, რომ გახდეს უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული ამ ომის შემდეგ, რადგან ის აღდგება დემოკრატიის სიმბოლო. ის ფაქტი, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას, მხოლოდ უფრო ძლიერ, ერთიან ერს ქმნის. დიდი ბრიტანეთი დარჩება უკრაინასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს".

მსგავსი სიახლეები