ტრუდო: დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს და ასევე განაცხადა, რომ კანადა გააგრძელებს კიევის დახმარებას.
"ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს." - თქვა კანადის პრემიერმა.
ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა "არასოდეს გადგება განზე" და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კომერციულ მხარდაჭერას და მეგობრებთან მუშაობას, რათა განვავითაროთ წარმატებული მომავალი ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს", - თქვა მან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი სამშაბათს ერთდღიანი ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა.
ვიზიტის დროს კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება, უკრაინას თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოდერნიზაციაზე მოლაპარაკებების დასრულება გამოაცხადა.