ტრუდო: კანადა უკრაინას კიდევ ოთხ Leopard 2-ს გადასცემს
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პარასკევს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში კიდევ ოთხ Leopard 2-ის ტანკს მიიღებს.
ამის შესახებ Європейська правда-ს კორესპონდენტი იტყობინება.
"დღეს კანადა აცხადებს ახალ სამხედრო დახმარებას უკრაინელი მეგობრებისთვის. ჩვენ გადავცემთ დამატებით ოთხ Leopard 2-ის ტანკს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - თქვა ტრუდომ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ასევე მიიღებს 5000 ერთეულ 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, რომელიც "უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება გააგრძელონ ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის."
ამრიგად, კანადის მთლიანი წვლილი "სატანკო კოალიციაში" უკვე რვა Leopard 2-ის ტანკია.
იანვრის ბოლოს კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა გამოაცხადა უკრაინისთვის ოთხი Leopard 2-ის გადაცემის შესახებ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard-2-ის ძირითადი საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ.
თებერვლის შუა რიცხვებიდან უკრაინელ სამხედროებს პოლონეთში, კანადურ Leopard 2-ებზე უკვე წვრთნიდნენ.