ტრუდო: კანადა უკრაინას სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის

კანადა მზად არის ოკუპანტთან საბრძოლველად უკრაინა სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ დაწერა.

"მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის. ვუთხარი, რომ კანადა უკრაინას მაღალი სპეციალიზებული სამხედრო ტექნიკის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შეასახებ", - თქვა მან.

ტრუდომ აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შესთავაზა.

"კანადელები შთაგონებულნი არიან უკრაინელების გამბედაობითა და გამძლეობით და პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი ლიდერობით. ვიცი, რომ მათ მისი სიტყვების პირდაპირ მოსმენა სურთ!" - წერს კანადის პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი სიახლეები