WaPo: ტრამპი არ გარკვეულა მისი სამშვიდობო გეგმის დეტალებში

დონალდ ტრამპი არ გარკვეულა მისი წარმომადგენლების მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დეტალებში. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს

  • "მას ეუბნებიან ბატონო პრეზიდენტო, მე შევეცდები მივაღწიო შეთანხმებას, ის პასუბს - ძალიან კარგი, ნახე რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ეს არის პრეზიდენტის ჩართულობის და ინფორმირებულობის დონე"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

    ამავე წყაროს ცნობით, 21 ნოემბერს თეთრ სახლის აპარატი სრულ ქაოსში აღმოჩნდა და სხვადასხვა დეპარტამენტები შეუთანხმებლად მუშაობდნენ. 


დაეწიე ამბავს: ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში "დადებითი დინამიკის" შესახებ განაცხადა.

  • 23 ნოემბრიდან მოყოლებული ჟენევაში დასავლელი მოკავშირეების მრავალმხრივი შეხვედრები მიმდინარეობდა - აშშ-ს დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს, პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი.

    მხარეებმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდეს და მიღწეული პროგრესის შესახებ განაცხადეს.

დიდი სურათი: მიმდინარე კონსულტაციები პირველი მრავალმხრივი შეხვედრაა დასავლელ მოკავშირეებს შორის, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.

  • ცოტა ხნით ადრე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა ზელენსლიმაც - მისი თქმით, ჟენევაში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ აშშ მზად არის გაითვალისწინოს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

    "ამერიკულმა წინადადებებმა შეიძლება მოიცვას  უკრაინის ხედვასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკული რიგი ელემენტებისა"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი. 

სტრიქონებს შორის: ამგვარად ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის არაერთი პუნქტი უკრაინის მიერ მრავალჯერ უარყოფილ დათმობებს მოიცავს. 

  • ასე მაგალითად, არსებულ ვერსიაში უკრაინა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის ოლქიდან, ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე აიღოს არმიის რიცხოვნების შემცირების ვალდებულება და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები შორეულ შეიარაღების ქონის შესახებ, გამოაცხადოს ამნისტია ომის დამნაშავეებზე და შეეგუოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად.

  • მეორეს მხრივ, ტრამპის მიერ წარდგენილი პაკეტი უკრაინისთვის აქამდე შეთავაზებულ ყველაზე "გულუხვ" უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

კონტექსტი: შექმნილ ვითარებაში უკრაინელებს საგანგებოდ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 10 წუთიან ვიდეო-მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის არსებობის განმავლობაში ურთულეს პერიოდს გადის.

  • "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები"- განაცხადა ზელენსკიმ

  • უკრაინელმა პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირაში უკრაინისკენ მიმართული პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხი გაიზრდება, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან. 

მსგავსი სიახლეები