ტრუდო: პუტინი ნახავს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, 8 მაისს, კიევში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კანადა გვერდში უდგას უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას მიიღებს ფინანსურ, ჰუმანიტარულ და თავდაცვით დახმარებას: ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობა და სხვა.

"ჩვენ მოგაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა", - თქვა ტრუდომ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

მან ისაუბრა კიევის ოლქში, ქალაქ ირპინში დღევანდელ ვიზიტზე, სადაც რუსმა დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს.

„ცხადია, ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელია მის საზარელ სამხედრო დანაშაულებზე და კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად ამ ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც სავსეა სინათლით, კულტურით და ისტორიით. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით წლების, ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში ტირანიასთან საბრძოლველად და პუტინი და მისი გარემოცვა უკრაინის გამარჯვებას ნახავენ“, - განაცხადა ტრუდომ.

მსგავსი სიახლეები