თუ ევროკავშირი სანქციების უვადოდ გააგრძელებს აშშ მზადაა უკრაინას $50 მლრდ გადასცეს

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების უვადოდ გაგრძელების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის უკრაინას 50 მილიარდი დოლარის კრედიტი გადასცეს, რომელიც გაყინული სურული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი. 

ინფორმაციას ამის შესახებ შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

დოკუმენტების მიხედვით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელი კოლეგებისგან ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "ომის დასრულებამდე" გაახანგრძლივონ. ამ შემთხვევაში გაყინული აქტივები რუსეთს მხოლო იმ შემთხვევაში და მაშინ დაუბრუნდება, როდესაც კრემლი უკრაინისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდას დათანხმდება, მანამდე კი ეს თანხები უკრაინისთვის გასაცემი კრედიტების უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული. 

არსებული სისტემებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილავს. მექანიზმის შესაცვლელად საჭირო იქნება გაერთიანების წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის პოზიციების გათვალისწინებით რთული იქნება. 

კონტექსტი 

გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას დასავლელი მოკავშირეები სულ უფრო აქტიურად განიხილავენ. სავარაუდოა, რომ ეს იტალიაში გასამართი დიდი შვიდეულის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. 

სამუშაო ვერსიის მიხედვით, განიხილება გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად. ამ შემთხვევაში კრედიტორად განიხილება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე დიდი შვიდეული სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. 

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ამგვარად ბაიდენის ადმინისტრაცია რისკების დაზღვევასა და გადანაწილებას ცდილობს - იმ შეთმხვევისთვის თუ გაყინული აქტივებისგან მიღებული შემოსავლები არ იქნება გადაცემული კრედიტის თანაზომადი ან სანქციების რეჟიმი შესუსტდება. 

მსგავსი სიახლეები