თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთში ყურანის დაწვას გმობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მკვეთრად დაგმო სტოქჰოლმში ჩატარებული აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს. მან აქტივისტების მიერ ისლამური დღესასწაულის პირველ დღეს ჩადენილ ქმედებას "საშინელი" უწოდა.

"მიუღებელია ამ ანტიისლამური ქმედებების დაშვება სიტყვის თავისუფლების საბაბით. ასეთ სისასტიკეზე თვალის დახუჭვა თანამონაწილეობას ნიშნავს," - აღნიშნა ფიდანმა.

სტოკჰოლმში აქცია შვედეთის პოლიციის ნებართვით ჩატარდა. თებერვალში, სამეფოს სამართალდამცავებმა მსგავსი ღონისძიების გამართვის ნებართვა უსაფრთხოების მიზნით არ გასცეს. თუმცა, ივნისში საკასაციო სასამართლომ ასეთი აკრძალვა უკანონოდ გამოაცხადა.

იანვარში შვედეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე აქტივისტების დემონსტრაცია გაიმართა, რომელის დროსაც თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვეს. 100-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა აქციამ ისლამურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია და შვედეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გააუარესა. სწორედ თურქეთის თანხმობის გაჭიანურებაა შვედეთის ნატოში შესვლის მთავარი წინაღობა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 28 ივნისს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სტოკჰოლმს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებულად გაწევრიანების იმედი არ უნადა ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები