თურქეთმა და საბერძნეთმა კეთილმეზობლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

თურქეთის და საბერძნეთის ლიდერებმა ათენში ხელი მოაწერეს კეთილმეზობლობისა და მეგობრობის დეკლარაციას - ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ახალ ეტაპს მოასწავებს. 

დეკლარაციის მიერ მხარეები ვალდებულებას იღებენ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისა და განცხადებებისგან, რომლებსაც შეუძლიათ რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

ამასთანავე ხაგზასმულია, რომ ათენში ხელმოწერილ დეკლარაციას არ აქვს იურიდიული ძალა. 

ეს რეჯეფ თაიპ ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში ბოლო 6 წლის განმავლობაში

კონტექსტი 

ნატოს წევრ 2 სახელწიფოს შორის ბოლო წლებში პერიოდულად მწვავდება კონფლიქტი ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით. თურქეთისა და საბერძნეთის ურთიერთობებში პრობლემურ საკითხს წარმოადგენს კვიპროსის საკითხიც, რომლის ნაწილიც თურქეთის მიერ არის ოკუპირებული. 

ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის ფონზე, ანკარა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა ათენს ძალის გამოყენებით. 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის ახალი მცდელობის შესახებ საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა მიმდინარე წლის ზაფხულში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები