თურქეთში ისრაელისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულ 16 პირს ასამართლებენ

 

სტამბოლის სასამართლოში ისრაელისთვის „პოლიტიკურ და სამხედრო ჯაშუშობაში“ ბრალდებულ 16 პირს ასამართლებენ.

ბრალდებულები - პალესტინის და სირიის მოქალაქეები - თურქეთის სადაზვერვო უწყებამ (MIT) გასული წლის ოქტომბერში დააკავა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თურქ სამართალდამცავებს დაკავებულების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2021 წელს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის განახლებული კონფლიქტის შემდეგ დაიძაბა, როცა თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი „ტერორის ქვეყნად“ მოიხსენია.

ისრაელის ახალი პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ურთიერთობების ნორმალიზაციას ემხრობა და მარტში თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები